Skip to product information
1 of 7

MIRA Flare

მირას მიერ ხელით მოქსოვილი ჩანთა Goxx-01-RD

მირას მიერ ხელით მოქსოვილი ჩანთა Goxx-01-RD

Regular price 139.00 GEL
Regular price 199.00 GEL Sale price 139.00 GEL
Sale Sold out
Shipping calculated at checkout.
Quantity

XONE ☆-ის კოლექციის ნაწილი — ესაა ის ნივთი, რომლის ტარებაც რეალურ ცხოვრებაში მიყვარს.

გადავწყვიტე წითელ-შავ-თეთრ ფერში მომექსოვა. სრულიად ხელით არის ნაქსოვი პირადად ჩემს მიერ, ძალიან დიდი სიყვარულით.

ეს უსაყვარლესი ჩანთა რბილი, თამამი და გასაოცრად ადვილად შესახამებელია ნებისმიერ ნივთთან — ერთ-ერთი იმ ნივთებიდან, რომლებიც ცოტათი მეტად გაგიფერადებთ და გაგიხალისებთ ყოველდღიურობას.

ისიამოვნეთ!


მიტანა

  • თბილისის მასშტაბით მიტანა უფასოა.
  • მიტანის ვადა თბილისში: 2–3 სამუშაო დღე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩანთა მზადდება პირადად ჩემს მიერ, 0-დან, ხელით და შესაბამისად შეკვეთის მიღებიდან მინიმუმ 2–3 დღე მჭირდება ჩანთის მოსაქსოვად.

მასალა და გამძლეობა

ვიყენებ სქელ საქსოვ ძაფს — ძაფები სპეციალურად გამძლე, მაღალი ხარისხის ნართითაა ნაწნული. ჩანთა მოქსოვილია 12მმ-იანი საქსოვი ჩხირით, რომ ყოველდღიურ ტარებას გაუძლოს.

ზომები

  • სახელურის სიგრძე: 27 სმ
  • ჩანთის სიგრძე: 19 სმ
  • ჩანთის სიგანე: 25 სმ
View full details